Saturday, May 3, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია–დღეს ბოლო ,პრეზენტაციის დღეა. დასრულდა ჩვენი ტრენინგები და თითქოს გული დამწყდა. აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრეთ თვენახევრის განმავლობაში. ბევრი ახალი ვისწავლე , ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე.ზალიან კმაყოფილი ვარ ,თუმცა უნდა გამოვტყდე და ვთქვა, რომ ყოველი ტრენინგის დღეს ბავშვივით  ვღელავდი და განვიცდიდი .

     დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და ქალბატონ მაიას ასეთი საინტერესო და შინაარსიანი მეცადინეობისათვის.

           განსაკუთრებული აღმოჩნდა დღის მეორე ნახევარი. ჯგუფის წევრებმა კარგად მოვილხინეთ , კიდევ უფრო  კარგად გავიცანით ერთმანეთი.  ძალისის , ჩარდახის და წეროვნის სკოლის პედაგოგების  ურთიერთობითა და თანადგომით აღფრთოვანებული დავრჩი.

                ყოჩაღ, გოგოებო!

  ვთვლი, რომ თქვენი სახით  ახალი მეგობრები შევიძინე .

Monday, April 28, 2014

მერვე დღის რეფლექსია

             27 აპრილი– დღეს კვირაცხოვლობაა. გილოცავთ! ორმაგად მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ჩემი პატარა გიორგი, ჩემი მეშვიდე შვილიშვილი მოინათლა. ნათლია პატრიარქი ბრძანდება. 

                              ღმერთმა დალოცოს და ჯანმრთელი ამყოფოს ჩემი გიორგი ნათლიასთან ერთად!


             მიუხედავად იმისა ,რომ არ მეცალა ტრენინგზე მაინც წავედი. მინდოდა ბოლო დავალებები მომესმინა და სახლში მალე დავბრუნებულიყა, მაგრამ ვერ შევძელი. მაიკო ბოლო მოდულზე გვესაუბრებოდა და მითითებებს გვაძლევდა.  ისე მომეპარა ორი საათი ვერაფერი გავიგე. 
            მადლობა, მაიკო, საინტერესო და შინაარსიანი ტრენინგისთვის!
    
      
     

   ტრენინგის მეშვიდე დღე– 26 აპრილი – ცუდი ამინდის მიუხედავად  წაუსვლელობაზე არც მიფიქრია.  გამიმართლა და  არაგვზე  საცალფეხო ხიდზე გადასვლამ არ მომიწია( სრულიად შემთხვევით მცხეთისკენ მიმავალ  ავტომანქანაში აღმოვჩნდი) . ისე უნდა ავღნიშნო , რომ  გალავნის სკოლის მასწავლებლებმა უმჯობესია ტრენინგები თბილისში გავიაროთ , რადგან გულისხეთქვით გვიწევს სიარული.          

         სასწავლო დღე ისეთივე დატვირთული და საინტერესო  აღმოჩნდა ,როგორც დანარჩენი დღეები.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების თეორიებს და მათ გამოყენებას, პროექტებით სწავლების დროს.
       ტრენინგის მიწურულს ინტერნეტიც გაითიშა რის გამოც რეფლექსიის გაკეთება იმ დღესვე ვერ შევძელი. საერთოდ ინტერნეტი ძალიან ნელია,რაც ხელს გვიშლის ნორმალურ მუშაობაში.
              

Thursday, April 17, 2014

 მეექვსე დღის რეფლექსია

      სასწავლო დღე კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა ვიდრე ველოდი.
ბევრი რამ ვისწავლე და მივიწყებულიც გავიხსენე.
   ვწვალობ .
. არ მინდა ჩამოვრჩე ახალგაზრდებს.  
  რაღაც გამომდის , რაღაც არ გამომდის. 
 ვნერვიულობ. 
   ხელი არასდროს ჩამიქნევია . 
 ბრძოლა ხომ ჩემი ცხოვრების მიზანია.
 მინდა მჯეროდეს:

მე ამას შევძლებ!

პროექტის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია


Wednesday, April 16, 2014

მიმართუllების მიმცემი საკვანძო კითხვები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა
როგორ გვეხმარება წარსული მომავლის  შეცნობაში?
თემატური კითხვები
რატომ ვსწავლობთ ისტორიას?
რაში გვეხმარება წარსულის ცოდნა?
 რატომ უნდა  გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ისტორიული ძეგლები?
როგორ მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე?
შინაარსობრივი კითხვები
საქართველოს რომელ მხარეში მდებარეობს ისტორიული ძეგლი?
ამ ძეგლის გარდა ახლომახლო კიდევ რისი ნახვა შეუძლია მოგზაურს?
 რა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძეგლს კულტურის ისტორიაში? როგორია ძეგლის არქიტექტურა? როგორი იყო ადრე და რა არის ეხლა შემორჩენილი? რა ინფორმაციას გვაწვდის რუკა ადგილებსა და გარემოზე?


Tuesday, April 15, 2014

მეხუთე დღის  რეფლექსია– საინტერესო და დამღლელი დღე იყო.  ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შევსებაზე,  პრეზენტაციის აწყობასა და დრაივში ატვირთვაზე...
     ტრენინგის შემდეგ ეკლესიაში წასვლა  მინდოდა.
 ვერ შევძელი.
 შინაგანად აფორიაქებული ვიყავი.  
 დღეს  დედას გარდაცვალების დღეა. 
 მე კი მის საფლავზე მისვლის უფლებაც არ მაქვს!
    მაპატიე დედა!

Wednesday, April 9, 2014

                           ტრენინგის მეოთხე დღე


   ტრენინგი 10 საათზე დაიწყო. დროზე მივედი ,  საკმაოდ დაღლილი და აღელვებული.    მარტოს მომიხდა  მცხეთის საცალფეხო  ხიდზე გადასვლა.
        საინტერესო და შინაარსიანი მეცადინეობა გვქონდა. მალე გამიარა აღელვებამ და დაღლილობამ. უამრავი ვალი დამიგროვდა . მომავალ მეცადინეობაზე უნდა ჩავაბარო.             შევძლებ კი?! 
   ღმერთო , შემაძლებინე!

Tuesday, April 8, 2014

ტრენინგის პირველი , მეორე და მესამე დღის რეფლექსია––ჩანაწერს ვაკეთებ ერთად, რადგან თავდაპირველად ჩანაწერების გაკეთება დავიწყე vordpress-ში.  საკმაოდ რთული და ნაყოფიერია თითოეული სასწავლო დღე.  პირველი და მეორე დონის  ტრენინგზე შესწავლილი ბევრი რამ დავიწყებას მიეცა. მიწევს არა მარტო ახლის შესწავლა , არამედ დავიწყებულის გახსენებაც. რთულია... გამიჭირდა  ....მაგრამ  ვიბრძვი.... ბედს არ ვემორჩილები, მორჩილება არც არასდროს მჩვევია.....  შეუძლებელი უნდა შევძლო და გავიდე ბოლოში , ჩემი მეგობრების და ტრენერის  იმედი მაქვს