მეცხრე დღის რეფლექსია–დღეს ბოლო ,პრეზენტაციის დღეა. დასრულდა ჩვენი ტრენინგები და თითქოს გული დამწყდა. აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრეთ თვენახევრის განმავლობაში. ბევრი ახალი ვისწავლე , ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე.ზალიან კმაყოფილი ვარ ,თუმცა უნდა გამოვტყდე და ვთქვა, რომ ყოველი ტრენინგის დღეს ბავშვივით ვღელავდი და განვიცდიდი .
დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და ქალბატონ მაიას ასეთი საინტერესო და შინაარსიანი მეცადინეობისათვის.
განსაკუთრებული აღმოჩნდა დღის მეორე ნახევარი. ჯგუფის წევრებმა კარგად მოვილხინეთ , კიდევ უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი. ძალისის , ჩარდახის და წეროვნის სკოლის პედაგოგების ურთიერთობითა და თანადგომით აღფრთოვანებული დავრჩი.
ყოჩაღ, გოგოებო!
ვთვლი, რომ თქვენი სახით ახალი მეგობრები შევიძინე .
გაიხარეთ ქალბატონო ქრისტინე ამ სიტყვებისთვის. მეგობრობა, ერთმანეთის სიყვარული გაგვაძლიერებს და ყოველთვის გადაგვარჩენს.
ReplyDeleteქალბატონო ქრისტინე სასიამოვნო ადამიანი ბრძანდებით! ამიერიდან ჩვენი ჯგუფის შეუცვლელი წევრი ხართ!
ReplyDelete