ტრენინგის მეშვიდე დღე– 26 აპრილი – ცუდი ამინდის მიუხედავად წაუსვლელობაზე არც მიფიქრია. გამიმართლა და არაგვზე საცალფეხო ხიდზე გადასვლამ არ მომიწია( სრულიად შემთხვევით მცხეთისკენ მიმავალ ავტომანქანაში აღმოვჩნდი) . ისე უნდა ავღნიშნო , რომ გალავნის სკოლის მასწავლებლებმა უმჯობესია ტრენინგები თბილისში გავიაროთ , რადგან გულისხეთქვით გვიწევს სიარული.
სასწავლო დღე ისეთივე დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა ,როგორც დანარჩენი დღეები.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების თეორიებს და მათ გამოყენებას, პროექტებით სწავლების დროს.ტრენინგის მიწურულს ინტერნეტიც გაითიშა რის გამოც რეფლექსიის გაკეთება იმ დღესვე ვერ შევძელი. საერთოდ ინტერნეტი ძალიან ნელია,რაც ხელს გვიშლის ნორმალურ მუშაობაში.
No comments:
Post a Comment