Sunday, June 23, 2019

პროექტი - სსიპ გალავნის საჯარო სკოლა

წარმოგიდგენთ პროექტის მასალებსა და ფოტო-სურათებს. დოკუმენტაციის სანახავად იხილეთ ბმული
სსიპ სოფ. გალავნის საჯარო სკოლა

Saturday, May 3, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია–დღეს ბოლო ,პრეზენტაციის დღეა. დასრულდა ჩვენი ტრენინგები და თითქოს გული დამწყდა. აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრეთ თვენახევრის განმავლობაში. ბევრი ახალი ვისწავლე , ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე.ზალიან კმაყოფილი ვარ ,თუმცა უნდა გამოვტყდე და ვთქვა, რომ ყოველი ტრენინგის დღეს ბავშვივით  ვღელავდი და განვიცდიდი .

     დიდი მადლობა განათლების სამინისტროს და ქალბატონ მაიას ასეთი საინტერესო და შინაარსიანი მეცადინეობისათვის.

           განსაკუთრებული აღმოჩნდა დღის მეორე ნახევარი. ჯგუფის წევრებმა კარგად მოვილხინეთ , კიდევ უფრო  კარგად გავიცანით ერთმანეთი.  ძალისის , ჩარდახის და წეროვნის სკოლის პედაგოგების  ურთიერთობითა და თანადგომით აღფრთოვანებული დავრჩი.

                ყოჩაღ, გოგოებო!

  ვთვლი, რომ თქვენი სახით  ახალი მეგობრები შევიძინე .